მესი 10 წლის წინ: ბარსადან არ წავალ, თუ არ გამაგდეს

06 აგვისტო 2021

ცოტა ხნის წინ "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ ლეო მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ვერ მოხერხდა.

აღნიშნულის შემდეგ მედიაში ბევრი თეორია გაჩნდა. ზოგიერთი მათგანი "ბარსას" განცხადებას ლა ლიგაზე წნეხის განხორციელებასთან აკავშირებს, ზოგიც კი აღნიშნავს, რომ არგენტინელი ფეხბურთელი სუპერ ლიგის იდეის მსხვერპლი გახდა.

ერთი შეხედვით, მართლაც რთულად დასაჯერებელია, რომ "ბლაუგრანამ" კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ფინანსური პრობლემები 1 წლის განმავლობაში ვერ გადაჭრა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება დაახლოებით 10 წლის წინანდელი კადრები, სადაც ლეო მესი "ბარსელონადან" წასვლაზე საუბრობს:

"ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ "ბარსელონას" არასდროს დავტოვებ.

ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ კლუბიდან გამაგდებენ და არა იმიტომ, რომ ჩემი გადაწყვეტილება იქნება.

ამიტომ, უბრალოდ დამშვიდდით.... ყოველთვის ვამბობდი, რომ "ბარსა" ჩემი სახლია".

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები