ლამარ ჯექსონი „ოლ სტარის“ MVP–ია

27 იანვარი 2020

ამერიკული ფეხბურთის პრო ბოული (ყველა ვარსკვლავის შეხვედრა), ტრადიციულად, სუპერ ბოულის წინა კვირას იმართება და მასში მომავალი ფინალისტების მოთამაშეები მონაწილეობას არ იღებენ.

ამერიკულმა კონფერენციამ ნაციონაური 38:33 დაამარცხა. მატჩის, ისევე როგორც რეგულარული სეზონის MVP, „ბალტიმორის“ სუპერვარსკვლავი, ლამარ ჯექსონი გახდა. ჯექსონმა 185 საპასე იარდს 31 გამოტანის დაუმატა. მის გარდა, ვარსკვლავური კუოტერბეკებიდან შეხვედრაში მონაწილეობას დრიუ ბრიზი, რასელ უილსონი, დეშონ უოტსონი და კირკ კაზინსი იღებდნენ.

ნაციონალური კონფერენციიდან საუკეთესო სწორედ კაზენს იყო 181 საპასე იარდით.

აღსანიშნავია, რომ მოთამაშეები თითოეულ წარმატებულ ქმედებას მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გარდაცვლილ კობი ბრაინტს უძღვნიდნენ და მის საფირმო მოძრაობას იმეორებდნენ.

ლამარ ჯექსონმაც თავისი MVP–ის ტიტული „ლეიკერსის“ ლეგენდას მიუძღვნა.

ავტორი: დავით ახალაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები