განელი ფეხბურთელის აღიარება - მან 2 ავტოგოლი გამიზნულად გაიტანა

19 ივლისი 2021

ცოტა ხნის წინ განის პრემიერ ლიგაში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. "ინტერ ალიესისა" და "აშანტი გოლდის" დაპირისპირებაში 2 ავტოგოლი გავიდა, რისი კადრებიც სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა.

რეალურად, აღმოჩნდა, რომ ავტოგოლების ავტორმა, ჰაშმინ მუსაჰმა ბურთი საკუთარი კარისკენ ორივეჯერ გამიზნულად გაგზავნა.

აღნიშნული ქმედების მიზანი ზემოხსენებულ გუნდებს შორის წინასწარ დადებული შეთანხმება იყო, რის მიხედვითაც  "აშანტი გოლს" 5 ბურთი უნდა გაეტანა და 1 გაეტანა.

წინასწარი მორიგების შესახებ ჰაშმინმა სასტუმროში მოისმინა და გადაწყვიტა, რომ ამაში მონაწილეობა არ მიეღო.

ფეხბურთელი Citisportonline-სთან ყველაფერს აღიარებს:

"სასტუმროს საწოლში ვიწექი, როდესაც შემთხვევით მოვისმინე, რომ ჩემმა გუნდმა მოწინააღმდეგესთან შეთანხმება დადო. შემდეგ  მწვრთნელს დავპირდი, რომ თუ სკამზე დამსვამდა, ამ შეთანხმებას ჩავშლიდი და ასეც მოვიქეცი".

სკანდალის გახმაურების შემდეგ  "აშანტი გოლდმა" განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია:

"ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოები და ინფორმაცია - არასწორ ქმედებებს ჩვენთან კავშირი არ აქვს. ჩვენ მატჩი დიდი მონდომებით ჩავამთავრეთ და დიდი ძალისხმევის შედეგად, 5 გოლი გავიტანეთ. არ ვიცით, რატომ გაიტანა მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშემ 2 ბურთი მაშინ, როდესაც თამაშის დასრულებამდე 13 წუთი რჩებოდა.

Fair Play-ს წესებს ყოველთვის ვიცავდით და ამას განვაგრძობთ".

ასევე, განის ფეხბურთის ასოციაციამ ცოტა ხნის წინ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმე აღძრდა. 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები