"ბარსელონამ" ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის მეშვეობით ლეგენდარული ბრაზილიელის, რონალდინიოს საუკეთესო გოლი გამოავლინა.
გულშემატკივრებისათვის, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი "რეალის" კარში გატანილი გოლი აღმოჩნდა.
"ბარსელონაში" გატარებული 5 სეზონის განმავლობაში "გაუჩომ" მონაწილეობა 207 მატჩში მიიღო და თავი 94 შედეგიანი დარტყმით გამოიჩინა. 2003-დან 2008 წლამდე ის კლუბს 5 ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.
ავტორი: ციცი პაპუნაშვილი