ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ს ბაზაზე იმყოფება | ვიდეო

14 ივლისი 2021

ევრო 2020-ის ერთ-ერთი გმირი, ჯანლუიჯი დონარუმა ამ მომენტში "პარი სენ-ჟერმენის" მთავარ ოფისში იმყოფება.

22 წლის მეკარე ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა და ის აქ 2026 წლამდე დარჩება.

დონარუმა "მილანის" გულშემატკივრებს შემდეგი მესიჯით გამოემშვიდობა: 
"8 წლის განმავლობაში "როსონერის" მაისური სიამაყით ვატარე - ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ, მოვიგეთ, დავმარცხდით, აღვნიშნეთ, ვიტირეთ... 

"მილანის" რიგებში ჩემს პირად მიზნებსაც მივაღწიე - მაგალითად, სერია A-ში 16 წლის ასაკში დებიუტი. აქ საოცარი პერიოდი გავატარე, რაც არასდროს დამავიწყდება.

ახლა დამშვიდობების დროა - გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, მაგრამ ამ ნაწერში ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ.. ან, შესაძლოა, უფრო იმიტომ ვერ ვწერ, რომ ფაქტობრივად, აუხსნელი რამაა. ძლიერი გრძნობების სიტყვებად გადმოტანა საკმაოდ რთულია.

"მილანს" ყველა შესაძლო ტიტულის მოგებას მთელი გულით ვუსურვებ. იმ გრძნობას, რაც "როსონერისთან" მაკავშირებთ, დრო და დისტანცია ვერაფერს დააკლებს".

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები