„სან ფრანცისკომ“ „გრინ ბეი“ გაანადგურა

20 იანვარი 2020

„სან ფრანცსიკომ“ ლიგის ბოლოდან მეორე გუნდიდან და დრაფტის მეორე პიკიდან სუპერ ბოულის მონაწილემდე გზა, ზუსტად ერთ წელიწადში დაფარა.

გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელმა, კაილ შენაჰანმა, თავის ვიზავის, მეტ ლაფლიორს, პირწმინდად აჯობა და კონფერენციის ფინალი გუნდს მეშვიდეჯერ მოაგებინა.

გუნდის რანინბეკის, რაჰიმ მოსტერტის 220 ნარბენმა იარდმა და წლევანდელი დებიუტანტის, ნიკ ბოზას მხრიდან აარონ როჯერსის განადგურებამ, „49–იანების“ კოუტერბეკი, ბრეიდის ყოფილი შემცვლელი, ჯიმი გაროპულო, ფაქტობრივად პირველი რიგის მაყურებლად აქცია.

როჯერსმა სტატისკიკურად თავისი ვიზავი დაჯაბნა,  326 იარდი, ორი ტაჩდაუნი და ორი დაკარგვა გაროპულოს 76 იარდის, არც ერთი ტაჩდაუნის და არც ერთი დაკარგვის წინააღმდეგ, თუმცა „შემფუთველებს“ სხვა იარაღი არ აღმოაჩნდათ. 0:27–მა პირველსავე ტაიმში, შეხვედრის მეორე ნახევარი სრულ ფორმალობად აქცია და როჯერსი ისევ ფინალის გარეშე დატოვა. „49–იანებმა“ შეხვედრა 37:20 მოიგეს.

ლიგის საუკეთესო საპასე თავდასხმა და საუკეთესო კოუტერბეკი პატრიკ მაჰოუმსი და „კანზას სიტი“, ლიგის მთავარ უნივერსალურ გუნდს და ერთ–ერთ საუკეთესო დაცვას, „სან ფრანცისკოს,“ 2 თებერვალს, მაიამიში, 54-ე სუპერ ბოულში დაუპირისპირდება.

ავტორი: დავით ახალაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები