მაჰოუმსმა „კანზასი“ 54–ე სუპერ ბოულში გაიყვანა

20 იანვარი 2020

„კანზას სიტი“ უკანასკნელად ჩემპიონი 1969 წელს გახდა, ბოლო ფინალი კი 1970 წელს ითამაშა.

50 წლიანი პაუზუს შემდეგ ლიგის საუკეთესო კუოტერბეკმა და შარშანდელი სეზონის MVP-იმ, პატრიკ მაჰოუმსმა, ენდი რიდის შემტევი სქემების დახმარებით, გუნდს პირველი სუპერ ბოული მოუტანა.

მისურელები, რომლებიც მატჩს საშინაო „ეროუჰედ“ არენაზე ატარებდნენ, „ტენესისთან“  უდავო ფავორიტებად ითვლებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ „ტიტანებმა“ იქამდე ორი ტოპ ფავორიტი დაამარცხეს. ჯერ მოქმედი ჩემპიონი „ნიუ ინგლენდი“ გამოაგდეს ისე, რომ ბრეიდის და მის კოლექტივს მეორე ტაიმში ქულა არ ააღებინეს, შემდეგ კი ლიგის სავარაუდო MVP ლამარ ჯექსონი გააჩერეს, რომლის „ბალტიმორი“ რეგულარულის საუკეთეს გუნდი იყო.

დერიკ ჰენრი, რომელმაც პირველ ორ საპლეიოფო რაუნდში გამოტანის რამდენიმე რეკორდი დაამყარა, "კანზასის" არც თუ იდეალური დაცვისთვის (მე–13 ლიგაში) მთავარი პრობლემა იყო. "ჩიფსმა" ეს პრობლემა მარტივად მოაგვარა. ჰენრიმ „პატრიოტებთან“ შეხვედრაში ბურთით ხელში 182 იარდი ირბინა, ხოლო „ბალტიმორთან“ 195. „კანზასმა“ მთელი დაცვითი აქცენტი მის შეჩერებაზე გააკეთა და ჰენრის მხოლოდ 69 იარდი ააღებინა. ამის ფონზე თავი „ტენესის“ კუოტერბეკს, რაიან ტანენჰილს უნდა გამოეჩინა. ტანენჰილმა პასებით 209 იარდი მისცა გუნდს, რაც ორნახევარჯერ მეტი იყო, ვიდრე წინა ორ სალეიოფო თამაშში ერთად, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ნახევარფინალური შეხვედრა, ისევე როგორც მეოთხედიფანულური, „კანზასმა“ მძიმედ დაიწყო. 7–17 „ტიტანების" სასარგებლოდ მეორე მეოთხედისთვის, თითქოს ინტრიგის იმედს იძლეოდა, თუმცა „ჩიფსმა“ მაინც მარტივად მოიგო. მაჰოუმსის რუტინულ საპასე 294 იარდს კოულმანმა გამოტანით 45 დაუმატა და როგორც შედეგი, „კანზასის“ იოლი გამარჯვება 35:24.

„კანზას სიტიმ“ ზუსტად ნახევარსაუკუნოვანი მშრალი სერია შეწყვიტა და სუპერ ბოულში გავიდა.

ავტორი: დავით ახალაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები