ბოლო ვიდეო, რომელშიც დიეგო მარადონაა გადაღებული (VIDEO)

03 თებერვალი 2021

 

ბოლო ვიდეო, რომელშიც დიეგო მარადონაა გადაღებული, Cronica TV-მ გაავრცელა. ვიდეო დიეგოს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე,  ბუენოს აირესში, ოლივოსის კერძო კლინიკაშია გადაღებული. 

ვიდეოში დიეგო პირად ექიმს მიმართავს:

''ახლა ყველაფერი კარგადაა. ხომ იცი, როცა კარგ ადამიანებთან ერთად ვარ, ტყავიდან ვძვრები. გკოცნი, ლეოპოლდო ჯაჩინტო ლუკე''

დიეგო არმანდო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, გულის შეტევით გარდაიცვალა. ის 60 წლის იყო.
 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები