მესუთ ოზილი არსენალს გამოემშვიდობა | ვიდეო

25 იანვარი 2021

ცოტა ხნის წინ "ფენერბახჩემ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ თურქულმა კლუბმა მესუთ ოზილთან 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გერმანელი ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონის “არსენალთან” 2021 წლის ივნისამდე იყო გათვალისწინებული, თუმცა კლუბმა და იოზილმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს და არსებული კონტრაქტი გაწყვიტეს, შესაბამისად, იოზილი თურქებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

უკანასკნელად ოზილმა "მეთოფეთა" რიგებში 2020 წლის მარტში, "ვესტ ჰემთან" ითამაშა. 

ფეხბურთელი ინგლიდურ გუნდს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი ემშვიდობება:

"დროა, კლუბს უკანასკნელი 7.5-წლისათვის მადლობა გადავუხადო. გულშემატკივრებისა და გუნდისაგან მიღებული ემოცია ნამდვილად დაუჯერებელი იყო. ამისათვის სამუდამოდ მადლობელი ვიქნები".

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები