ქართველმა ექსოძეკიმ - ტოჩინოშინ ცუიოშიმ ნოემბრის კიუშუ ბაშოზე მე-6 გამარჯვება იზეიმა. ლევან გორგაძემ პირველი მაეგაშირა, მონღოლი კირიბაიამა იორიკირის კიმარიტეთი დაამარცხა.
ტოჩინოშინ ცუიოშის ბალანსი 11 დღის შემდეგ დადებითია: 6 მოგება და 5 მარცხი. მისი მომდევნო მეტოქე მე-4 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება.
ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი