ტოჩინოშინი ნოემბრის ბაშოზე მეხუთედ დამარცხდა (VIDEO)

17 ნოემბერი 2020

ქართველი რიკიში, ექსოძეკი ტოჩინოშინ ცუიოში ნოემბრის ბაშოზე მეხუთედ დამარცხდა. მისი მეტოქე მონღოლი იჩინოჯო გახლდათ, რომელთანაც ლევან გორგაძე იორიკირის კიმარიტეთი დამარცხდა.

ათი დღის შემდეგ, ქართველი სეკიტორის ბალანსი ნულოვანია: 5 მოგება და 5 მარცხი. მომდევნო ბრძოლაში ლევან გორგაძის მეტოქე მონღოლი კირიბაიამა ტეცუო იქნება.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები