ტოჩინოშინმა მეორე ორთაბრძოლა დათმო (VIDEO)

09 ნოემბერი 2020

ქართველმა რიკიშიმ, ექსოძეკი ტოჩინოშინმა, კიუშუ ბაშოს მეორე ორთაბრძოლა აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან გამართა. ლევან გორგაძე იაპონელ მეტოქესთან იორიკირის ილეთით დამარცხდა. 

ტოჩინოშინ ცუიოშის მომდევნო მეტოქე ნოემბრის ბაშოზე დასავლეთის მე-5 მაეგაშირა კოტოშოჰო იქნება. ტოჩინოშინს ამ დროისთვის უარყოფითი ბალანსი, 0-2-ზე აქვს, მის ხვალინდელ მეტოქეს კი ამ დროისათვის ნულოვანი ბალანსი 1-1 აქვს. 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები