მესის რეაქცია ფანის სიტყვებზე - მამაჩემზე მეტად მიყვარხარ | ვიდეო

09 ნოემბერი 2020

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ ტოვებს კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანი, ლეო მესი "ბეტისთან"  მატჩის შემდეგ"კამპ ნოუს" ტერიტორიას.

საინტერესოა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი გულშემატკივრების გარემოცვაში მოექცა, რომლებმაც მას ბევრი თბილი სიტყვა უთხრეს.

მათ შორის, ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ექვსგზის "ოქროს ბურთის" მფლობელს შემდეგი რამ უთხრა: "Leo te quiero más q a mi padre ( ლეო, მამაჩემზე მეტად მიყვარხარ)", რასაც მოთამაშემ ჩაღიმებით უპასუხა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები