მაყურებლებმა წლის საუკეთესო გრანპრი გამოავლინეს

22 დეკემბერი 2019

მაყურებლებმა წლის საუკეთესო გრანპრი გამოავლინეს

„ჰოკენხაიმის“  დაუვიწყარმა რბოლამ 81% მოაგროვა.

ხმის მიცემა „ფორმულა 1–ის“ ოფიციალური ვეპ–გვერდზე შეიძლებოდა. 13 000–მა გულშემატკივარმა გერმანიის გრანპრი გამოარჩია, რომელიც წვიმით, უამრავი გასწრებით და ჰოლანდიელი მაქს ფერსტაპენის ბრწყინვალე მოგებით აღინიშნა.

აღსანიშნავია, რომ მეორე–მესამე ადგილები ბრაზილიის და ავსტრიის გრანპრიებმა დაიკავეს, რომლებიც ასევე „მედ მაქსს“ აქვს მოგებული.

სამწუხაროდ, გერმანიის გრანპრი,  „ფორმულა 1–ის“ შემდგომი სეზონის კალენდარში არ იქნება წარმოდგენილი.

 

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები