ელიტური მოტომრბოლელი დოპინგზე ჩავარდა
პირველად უკანსკნელი 7 წლის განმავლობაში.
Moto GP მთავარი სარბოლო სერიაა მსოფლიო მოტოსპორტში. ანდრეა იანონეს, მეტსახელად „მანიაკი“ 117 გრანპრი აქვს ჩატარეტული. მის აქტივში 1 მოგება, 2 პული, 11 პოდიუმი და საერთო ჩათვლაში 2017 წელს მოპოვებული მეხუთე პოზიციაა.
იანონეს ე.წ. ანაბოლიკების გადაჭარბებულ მოხმარებაში ადანაშაულებენ, რაც მას, სავარაუდოდ, კონცენტრაციის უფრო დიდი ხნის განმალობაში შენარჩუნებაში ეხმარებოდა.
„მანიაკი“ სპორტული რეჟიმის დარღვევაში არაერთხელ შეუმჩნევიათ.
იტალიელი პილოტი დანაშაულს არ აღიარებს და აპელაციის შეტანას გეგმავს. ჯერ– ჯერობით კი მას საპილოტო ლიცენზია შეწყვეტილი აქვს, რაც მას ყველა დონეზე მოტორბოლებში გამოსვლის უფლებას ართმევს.
ავტორი: დავით ახალაძე