საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კოსტას სლუკასი „ოლიმპიაკოსში“ გადადის

20 ივლისი 2020

კოსტას სლუკასი „ოლიმპიაკოსში“ გადადის

 

„ფენერბაჰჩეს“ გამთამაშებელი კოსტას სლუკასი (30 წლის, 190 სმ) პირეოსის „ოლიმპიაკოსში“ გადადის.

ბერძნული სპორტული ვებსაიტის gazzetta.gr-ს ინფორმაციით, სლუკასი უკვე რამდენიმე საათია იმყოფება ათენში და კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ დროის ამბავია.

კონტრაქტი 2+1 სქემით გაფორმდება.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, თურქულ „ფენერბაჰჩეს“ საგრძნობლად შეუმცირდა ბიუჯეტი, ამიტომ კლუბი იძულელებულია შემადგენლობიდან გაუშვას მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები