საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ენეს კანტერი:“ნბას თურქი კალათბურთელები არ მელაპარაკებიან“

19 ივლისი 2020

ენეს კანტერი:“ნბას თურქი კალათბურთელები არ მელაპარაკებიან“

 

„ბოსტონ სელტიქსის“ ცენტრმა ენეს კანტერმა განაცხადა, რომ თამაშის დროს ნბა-ში მოასპარეზე თურქი კალათბურთელები მას იგნორს უკეთებენ და არ ელაპარაკებიან.

„ყველაზე მეტად მეწყინა  ის ფაქტი, რომ ნბა-ში მოთამაშე სხვა თურქი კალათბურთელები, რომელთა წინააღმდეგ მიწევს თამაში, არ მელაპარაკებიან: ერსან ილიასოვა, ჩედი ოსმანი, ფურკან კორკმაზი. მე ვცდილობ შევიდე მათთან კონტაქტში, ვეკითხები: როგორ ხართ ბიჭებო? - მათგან კი მხოლოდ სიჩუმეა.

მე ერსანს ძალიან კარგად ვიცნობ, „ოკლაჰომაშიც“ ერთად ვთამაშობდით და თურქეთის ნაკრებშიც, მათ უბრალოდ ეშინიათ, რომ ჩემთან დალაპარაკებისთვის თურქეთის მთავრობა მათ დასჯის.“

შეგახსენებთ, რომ ენეს კანტერი რამდენიმე წელია ღია კონფლიქტშია შესული თურქეთის ამჟამინდელ მთავრობასთან.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები