“ვეგასი“ პირველ კაპიტანს ახალი სეზონის წინ აირჩევს

18 ივლისი 2020

“ვეგასი“ პირველ კაპიტანს ახალი სეზონის წინ აირჩევს

 

NHL-ის გუნდ „ვეგასის“ მთავარმა მწვრთნელმა პიტერ დებურმა განაცხადა, რომ კლუბი ახალი სეზონის წინ პირველად ფრენჩაიზ ისტორიაში კაპიტანს აირჩევს.

„გუნდს რამდენიმე ბრწყინვალე ლიდერი ყავს, რომელთაც შეუძლიათ აიყოლიონ ბიჭები და გუნდი წარმატებამდე მიიყვანონ, თუმცა ჩვენ მათგან ერთ ერთის გამორჩევა მოგვიწევს“ - განაცხადა დებურმა.

შეგახსენებთ, რომ „გოლდენ ნაითსი“ NHL-ში პირველად 2017-18 წლების სეზონში გამოჩნდა და ამ დროის განმავლობაში კლუბს მხოლოდ  ალტერნატიული კაპიტნები ყავდა:მაკს პაჩიორეტი, რაილი სმიტი, მარკ სტოუნი, ში ტეოდორი, ნეიტ შმიტი და სხვები.

გაცნობებთ, რომ მსოფლიოს უძლიერეს ჰოკეის ლიგაში ამ მომენტისთვის კიდევ 4 კლუბს არ ყავს  კაპიტანი:“დეტროიტს“, „ნიუ-ჯერსის“, „რეინჯერსს“ და „ოტავას“.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები