საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

42 წლის ტომი ჰაასმა ტოპ-40-ის მოთამაშეს მოუგო

18 ივლისი 2020

42 წლის ტომი ჰაასმა ტოპ-40-ის მოთამაშეს მოუგო

 

ბერლინის საჩვენებელ საჩოგბურთო ტურნირზე მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა მეორე ჩოგანმა ტომი ჰაასმა ATP-ის 34-ე ჩოგანი იან ლენარდ შტრუფი 2 სეტში დაამარცხა 7:6, 7:6. ტომი ამ გამარჯვების ფონზე ტურნირის ნახევარფინალშ გავიდა, სადაც მისი მეტოქე დომინიკ ტიმი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჰაასი 42 წლის გახლავთ და მან 2 წლის წინ დაასრულა კარიერა, ხოლო უკანასკნელი პროფესიონალური მატჩი კი მან 2017 წლის აგვისტოშ ითამაშა.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები