მიტჩელ რობინსონმა ნბა-ს რეკორდი დაამყარა

18 ივლისი 2020

მიტჩელ რობინსონმა ნბა-ს რეკორდი დაამყარა

 

„ნიუ იორკ ნიქსის“ ცენტრმა მიტჩელ რობინსონმა ნბა-ს ყველა დროის რეკორდი დაამყარა - მან მიმდინარე სეზონში თამაშიდან ნატყორცნი ბურთების 74,2% ჩააგდო.

წინა რეკორდი ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს ეკუთვნოდა - 72,7%.

არსებობს თეორიული შანსი, რომ ორლანდოში, განახლებულ სეზონში ვინმემ გადაასწროს რობინსონს, თუმცა ამის ალბათობა ძალიან მცირეა.

გაცნობებთ, რომ მიტჩელმა 2019-20 წლის ნბას რეგულარული სეზონის 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა და პარკეტზე გატარებულ  23 წუთში საშალოდ 9,7 ქულას აგროვებდა.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები