საფრანგეთის TOP 14 სტარტს 4 სექტემბერს აიღებს

17 ივლისი 2020

საფრანგეთის TOP 14 სტარტს 4 სექტემბერს აიღებს

 

საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ მთავრობასთან და მედიკოსებთან გამართული არაერთი შეხვედრის შემდეგ, გადაწყვიტა ქვეყნის შიდა ჩემპიონატის TOP 14-ის ახალი სეზონი 4 სექტემბერს დაიწყოს.

გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს „სტად ფრანსე“ და „ბორდო“ დაუპირისპირდებიან. რეგულარული გათამაშება 5 ივნისს დასრულდება, საპლეიოფო დაპირისპირებები11-20 ივნისს გაიმართება, ხოლო ფინალური მატჩი 25 ან 26 ივნისს „სტად ფრანსეზე“ შედგება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო TOP 14 -ის წინა სეზონი ნაადრევად შეწყდა და მისი შედეგები გაუქმდა, შესაბამისად უმაღლესი ლიგიდან არც არავინ გავარდნილა და მონაწილეებს არავინ დამატებია.

გაცნობებთ, რომ განსხვავებით ფრანგებისა, ინგლისელებმა არ გააუქმეს შიდა ჩემპიონატი და პრემიერშიფი 14 აგვისტოს განახლდება. რეგულარულ სეზონში სათამაშო 9 ტურია, ხოლო შემდეგ კი პლეიოფი.

რაგბი პრემიერშიფის ფინალი 24 ოქტომბერს, ლონდონის „თვიქენჰემის“ სტადიონზეა დაგეგმილი.   

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები