ლუის ჰემილტონი: „W11 საუკეთესო ბოლიდია მათ შორის, რაც კი „მერსედესს“ შეუქმნია“

17 ივლისი 2020

ლუის ჰემილტონი: „W11 საუკეთესო ბოლიდია მათ შორის, რაც კი „მერსედესს“ შეუქმნია“

 

„მერსედესის“ პილოტი ლუის ჰემილტონი თვლის, რომ მისი 2020 წლის ბოლიდი საუკეთესოა, მათ შორის, რაც კი შეუქმნია გერმანულ საჯინიბოს.

„ვფიქრობ არასოდევს ვჯდარვარ ისეთი ბოლიდის საჭესთან, როგორიც ჩემი წლევანდელია მანქანაა - W11. მისი მართვა ძალიან მარტივია და თან სამუშაოსაც იდეალურად ასრულებს.

რბოლის დროს სიტუაცია ხშირად იცვლება,თუნდაც მეტეოროლოგიური პირობების გამო, რაც პრობლემებს იწვევს.რიგ შემთხვევებში მანქანა იდეალურად მოქმედებს, ხანდახან კი არა.ეს ასე იყო წლების განმავლობაში.

ახლო წარსულში „მერსედესის“ ბოლიდები თავისი კაპრიზებით გამოირჩეოდნენ და ერთ-ერთ მათგანს ტოტო ვოლფმა „ალქაჯიც“ დაარქვა.

თუმცა გასულ წელს მთელმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა ეს პრობლემები აღმოგვეფხვრა და მივიღეთ იდეალური ბოლიდი. მართალია ჯერ ერთ ტრასაზე გამოვცადეთ, თუმცა გარკვეული დასკვნების გაკეთება უკვე შესაძლებელია.

მომდევნო რბოლა უნგრეთშია. იქ ტრასა სპეციფიკურია, სადაც ბოლიდის მოტორის სიმძლავრე იმდენად გადამწყვეტი არაა, რამდენადაც მობილურობა და ეფექტურობა. როგორც წესი, „რედ ბული“ ყოველთვის კარგად ასპარეზობს უნგრეთში, ასე რომ წინ საინტერესო რბოლა გველის“ - განაცხადა ლუის ჰემილტონმა პრესკონფერენციაზე.

 

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები