საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შაკილ ონილი: „პენი ჰარდუვეი კობის, ვეიდის და ლებრონის ნაზავი იყო“

17 ივლისი 2020

შაკილ ონილი: „პენი ჰარდუვეი კობის, ვეიდის და ლებრონის ნაზავი იყო“

 

ლეგენდარულმა ცენტრმა, შაკილ ონილმა თავისი ყოფილი თანაგუნდელი პენი ჰარდუვეი (ერთად თამაშობდნენ „ორლანდოში“) აღმატებით ხარისხში მოიხსენია და ლეგენდების გვერდით დააყენა.

„პენი ჰარდუვეი - ეს არის ნაზავი იმ დიდი მოთამაშეებისა, რომელთა გვერდითაც მე მითამაშია.რაღაც მომენტში დუვეინ ვეიდს გავდა, შეეძლო საკუთარ თავზე თამაშის აღება, ლიდერობა და მატჩის მოგება, ქონდა უნარი გადამწყვეტ მომენტში  ლებრონივით იდეალური პასი მოეცა შენთვის, ანდაც კობი ბრაინტვით ცივსისხლიანად შეესრულებინა ბოლო სროლა.

რომ არა ტრავმები, პენი ჰარდუვეის ხსენება გაცილებით ხშირად მოხდებოდა. ის ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა იყო იმათ შორის ვინც მე მინახია, რათქმაუნდა თუ არ ჩავთვლით ვეიდს, კობის და ლებრონს“  - განაცხადა შაკმა NBA on TNT-ის ეთერში.  

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები