კიმ კლაისტერსის პირველი გამარჯვება დაბრუნების შემდეგ
მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩგანმა კიმ კლაისტერსმა დიდ ჩოგბურთში დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი მოიგო ამერიკულ პროფესიონალურ ლიგაში (WTT). ბელგიელმა სპორტმენმა 5:2 მოუგო მსოფლიო რეიტინგის მე-60 ჩოგან ბერნარდა პერას.
შეგახსენებთ, რომ „დიდი სლემის“ ტურნირების ოთხგზის გამარჯვებული კლაისტერსი WTA TOUR-ში მიმდინარე წლის თებერვალში დაბრუნდა. კიმის ბოლო გამარჯვება პროფესიონალურ დონეზე 2012 წლის ამერიკის ღია პირველობაზე ფიქსირდებოდა.
ავტორი: გიორგი ბარბაქაძე