ლაშა ლომიძე ფრანგულ „დაქსში“ იასპარეზებს

11 ივლისი 2020

ლაშა ლომიძე ფრანგულ „დაქსში“ იასპარეზებს

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი, 28 წლის ლაშა ლომიძე ფრანგულ რაგბს დაუბრუნდა და ახალი სეზონიდან „დაქსის“ ღირსებას დაიცავს.

თბილისური „აკადემიას“ აღზრდილ ლომიძეს  კარიერის განმავლობაში არერთ ცნობილ  გუნდში უთამაშია: „მონპელიე“ (საფრანგეთი), „ბეზიე“ (საფრანგეთი), „ორიაკი“ (საფრანგეთი), „ლონდონ აირიში“ (ინგლისი), „დონკასტერი“ (ინგლისი), „ლაციო“ (იტალია), „კრასნი იაირი“ (რუსეთი).

შეგახსენებთ, რომ ლაშას ეროვნულ გუნდში 46 მატჩი აქვს გამართული და მის ანგარიშზე 4 დადებული ლელოა. ლომიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული 2015 და 2019 წლების  მსოფლიო თასებზე.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები