„უიმბლდონი“ ჩოგბურთელებს საპრიზო თანხებს მაინც გადაუხდის

11 ივლისი 2020

„უიმბლდონი“ ჩოგბურთელებს საპრიზო თანხებს მაინც გადაუხდის

 

2020 წლის „უიმბლდონის“ გათამაშება კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა, თუმცა ტურნირის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება მაინც გადასცენ ჩოგბურთელებს საპრიზო თანხები.

ძირითადი ბადის 256 მოთამაშე ერთჯერადად მიიღებს 25 000 ამერიკულ დოლარს.

კვალიფიკაციაში მონაწილე 224 სპორტსმენი - 12 500.

წყვილთა თანრიგის 120 ჩოგბურთელი - 6250.

20 უნარშეზღუდული სპორტსმენი - 5-6 ათასს.

„უიმბლდონი“ გარკვუელ თანხებს   ასევე გადაუხდის მსაჯებს, რომელთაც უნდა ემსახურათ ტურნირზე.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები