საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჯოკოვიჩი: „სავალდებულო ვაქცინაციას არასდროს დავთანხმდები“

21 აპრილი 2020

ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ვებ–ინტერვიუში, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სკანდალური აზრი დააფიქსირა:

„პირადად მე, სავალდებულო ვაქცინაციის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ამას არასოდეს დავთანხმდები.

ოდესღაც ვაქცინა შეიქმნება. თუ სპორტსმენებს, მოგზაურობის შესაძლებლობის ქონის გამო, ვაქცინაციას დაავალდებულებენ, ჩვენ ყველას არჩევანის გაკეთება მოგვიწევს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემი პირადი აზრი მაქვს და არ ვიცი, რამდენად შეიცვლება ის დროთა განმავლობაში.“ განაცხადა სერბმა.

ჯოკოვიჩის ამ ინტერვიუს, სოციალურ ქსელებში, ნეგატივის დიდი ტალღა მოჰყვა, თუმცა სერბმა მაინც არ განმარტა, თუ რა მიზეზით სურს მას სავალდებულო ვაქცინაციისთვის გვერდის ავლა.

აქამდე მარატ საფინმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ კორონავირუსი ადამიანების ჩიპირებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია. https://silksport.ge/NewsPost/0/3138/1

ავტორი: დავით ახალაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები