საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ატლეტიკოს“ საულ ნიგესში 150 მილიონი ევრო სურს

21 აპრილი 2020

მადრიდის „ატლეტიკომ“, თავის ერთ–ერთ ლიდერზე, საულ ნიგესზე, საბოლოო ფასი დააწესა. ეს მის გამოსასყიდად კონტრაქტში მითითებული 150 მილიონი ევროა.

სიმეონეს გუნდი, ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც ამ თანხაზე ნაკლებს მოიცავს, უარს იტყვის.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“, მზად იყო ნიგესში 80 მილიონი ევრო გადაეხადა.

25 წლის ესპანელის გადმობირების მსურველებში, „წითელი ეშმაკების“ გარდა, „მანჩესტერ სიტი“ და „ინტერი“ შედიოდნენ.

ნიგესმა, 2109–20 წლების სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში, 26 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო.

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები