საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Goal.com: „რეალს“ იოვიჩის რუისში გაცვლა სურს

21 აპრილი 2020

ცნობილი გამოცემა Goal.com–ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ სერბი თავდამსხმელის, სტეფან იოვიჩის „ნაპოლის“ ლიდერში, ფაბიან რუისში გაცვლას შეეცდება.

წყაროს ცნობით, პანდემიის ფონზე, მადრიდელებს არ სურთ ტრანსფერებზე დიდი თანხის გამოყოფა და ახალი ფეხბურთელების მოყვანას, გაცვლების გზით შეეცდებიან. ერთ–ერთი მთავარი სამიზნე კი სწორედ 24 წლის ესპანელი ნახევრამცველია.

Goal.com–ის ინფორმაციით, თავის მხრივ ნეაპოლიტანელები, შესაძლოა, დათანხმდნენ ამ გაცვლას „რეალის“ მხრიდან მცირე თანხის დამატებით, იმის ფონზე, რომ გუნდის ძირითად ფორვარდს, არკადიუშ მილიკს, „იუვენტუსს“ და რამდენიმე ინგლისურ გუნდს უკავშირებენ.

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები