საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ბარსელონა“ „კამპ ნოუს“ დასახელებაზე უფლებას გაყიდის

21 აპრილი 2020

პირველად თავის ისტორიაში, „ბარსელონა“ „კამპ ნოუს“ დასახელებაზე უფლებას გაყიდის.

გუნდის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ბარსელონას“ მენეჯმენტი „კამპ ნოუს“ დასახელებაზე ახალი სპონსორის მოძიებას დღეიდან შეუდგება.

შემოსული თანხა მთლიანად კორონავირუსთან ბრძოლას, მათ შორის კატალუნიაში არსებულ საკვლევ სამედიცინო დაწესებულებებს მოხმარდება.

„ბლაუგრანას“ საშინაო სტადიონი ესპანეთში პირველი და მსოფლიოში მესამეა სიდიდით. ის 99 354 მაყურებელს იტევს.

„ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“, რაც კატალანურად ახალ მოედანს ნიშნავს, 1957 წლიდან ასპარეზობს.

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები