დენ კარტერმა რაგბიდან წასვლაზე მიანიშნა

17 აპრილი 2020

დენ კარტერმა რაგბიდან წასვლაზე მიანიშნა

 

ლეგენდარულმა ახალ ზელანდიელმა 10-იანმა დენ კარტერმა კარიერის დასრულებაზე მიანიშნა თავის გულშემატკივარს.

„დიდი ხნის განმავლობაში ვინარჩუნებდი მდუმარებას, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც იაპონიის რაგბის ფედერაციამ გადაწყვიტა შეეჩერებინა ყველა სარაგბო ტურნირი ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსის პანდემიის გამო. რათქმაუნდა ვთვლი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება  გახლდათ, ვინაიდან უმთავრესი ადამიანების ჯანმრთელობაა და არა რაგბი. ძალიან მსურდა კიდევ ერთხელ მივხმარებოდი „კობელკო სტილერს“ ტოპ ლიგის მოგებაში, თუმცა საწმუხაროდ ეს აღარ გამომივა. დიდი მადლობა კლუბის გულშემატკივრებს ასეთი მხარდაჭერისთვის. უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და ჩემი კვალი დავტოვე „კობელკოს“ ისტორიაში“ - დაწერა სოციალურ ქსელში 38 წლის გამთამაშებელმა.

კარტერი საკლუბო კარიერის განმავლობაში სხვადასხვა დროს თამაშობდა ახალზელანდიურ „კრუზაიდერსში“, ფრანგულ „პერპენიანში“ და „რასინგ 92“-ში. დენმა ორჯერ მოიგო საფრანგეთის TOP 14 და სამჯერ სუპერ რაგბის გათამაშება. კარტერი ორგზის მსოფლიო თასის გამარჯვებულია(2011,2015).იგი სამჯერ დასახელდა პლანეტის წლის საუკეთესო მორაგბედ (2005, 2012, 2015). ახალ ზელანდიელი მორაგბე რეკორდსმენია როგორც სუპერ რაგბიში გატანილი ქულებით (1708 ქულა), ასევე სანაკრებო დონეზე (1598 ქულა).

ლეგენდა ნელ ნელა დასასრულისკენ მიდის...

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები