UFC 249 შესაძლოა 9 მაისს გაიმართოს

16 აპრილი 2020

UFC 249–ის ახალ თარიღად, დანა უაიტი, 9 მაისს განიხილავს.

ტურნირი 18 აპრილს, კალიფორნიის შტატის ინდიელთა რეზერვაციაში უნდა შემდგარიყო, თუმცა ”ზემოდან მიღებული ზარების“ გამო, დანა უაიტს მისი გადატანა მოუწია.

UFC 249–ში გამოსვლაზე თანხმობა, უკვე განაცხადეს ტონი ფერგიუსონმა და ჯასტინ გეტჯიმ, რომლებიც მთავარ ჩხუბში, დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ.

გარდა ამისა, UFC 249–ზე შედგება ახალი ბრძოლა. ეს იქნება პეტისის და სერონეს რევანში.

ასევე დაგეგმილია ნუნიესი–სპენსერის და სეხუდო–კრუზის დაპირისპირებებიც.

სავარაუდო ადგილი კი UFC–ისგან სპეციალურად ასეთი ივენთებისთვის ნაქირავები კუნძული უნდა იყოს.

ავტორი: დავით ახალაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები