TOP 14-ის მიმდინარე სეზონიო შესაძლოა გაუქმდეს

09 აპრილი 2020

TOP 14-ის მიმდინარე სეზონიო შესაძლოა გაუქმდეს

 

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილია წამყვანი ევროპული სარაგბო ჩემპიონატები საფრანგეთის TOP 14 და ინგლისის Premiership Rugby.

საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა ბერნარ ლაპორტმა განაცხადა, რომ შესაძლოა TOP 14-ის და PRO D2-ის შეწყვეტილი სეზონები აღარ გაგრძელდეს და შედეგები გაუქმდეს.

„ერთ ერთი ყველაზე ცუდი ჰიპოთეზა - ფრანგული რაგბი მწყობრში მხოლოდ 2021 წლის იანვარში დაბრუნდება. არსებობს სერიოზული რისკი, რომ TOP 14-ის და PRO D2-ის სეზონები ვეღარ გავაგრძელოთ და შედეგები უბრალოდ გავაუქმოთ. ყველა ვარიანტისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - განაცხადა ლაპორტმა.

საპირისპირო სიტუაციაა ინგლისში, Premiership Rugby-ის ხელმძღვანელეები არ აპირებენ დანებებას და სურთ დაწყებული სეზონი ჩაამთავრონ.

 

„ჩვენ არათუ ვაპირებთ სეზონის გაგრძელებას, არამედ ვგეგმავთ გრანდიოზულ ფინალს. კლუბებთან მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით და გარკვეულ დეტალებს გავდივართ. მთავარია, რომ ჩემპიონატის გადამწყვეტი შეხვედრა ახალი წლის დადგომამდე ჩავატაროთ. თარიღს ოდნავ მოგვიანებით შეგატყობინებთ“ - განაცხადა დარენ ჩაილდსმა.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები