კაროლინ ვიზნიაცკის გამოსათხოვარი მატჩი გადაიდო
ავსტრალიის ღა პირველობის დასრულების შემდეგ დანიელმა ჩგბურთელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ განაცხადა, რომ კარიერას ასრულებს, თუმცა გამოსათხოვარ მატჩს გამართავს სერენა უილიამსის წინააღდეგ, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენგჰაგენში უნდა გამართულიყო 18 მაისს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო მატჩი გაურკვევლი ვადით გადაიდო.
ამ მატჩზე დასაწრები ყველა ბილეთი ნაადრევად გაიყიდა, კარომ დაამშვიდა გულშემატკივრები და აუწყა, რომ სერენასთან მატჩი აუცილებლად შედგება, უბრალოდ ახალ თარიღს მოძებნიან და ბილეთების მფლობელებს რათქმაუნდა ექნებათ საშუალება დაესწრონ მის უკანასკნელ საჩგბურთო მატჩს.
ავტორი: გიორგი ბარბაქაძე