ძმებმა ბრაიანებმა შესაძლოა კარიერა ნაადრევად დაასრულონ
ამერიკელი ჩოგბურთელები ბობ და მაიკ ბრაიანები ფიქრობენ ნაადრევად დაასრულონ პროფესიონალური კარიერა, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით არის გადადებული ყველა საჩოგბურთო ტურნირი - ინფორმაციას ავრცელებს YAHOO SPORTS.
თავდაპირველად 41 წლის ამერიკელი ტყუპი ძმები აპირებდნენ საკუთარი ლეგენდარული კარიერის დასრულებას US OPEN 2020-ზე, თუმცა ვირუსმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
შეგახსენებთ, რომ ბრაიანებს კარიერის განმავლობაში 16 დიდი სლემის ტურნირი აქვთ მოგებული, 6 - წლის შემაჯამებელი და ორი ოლიმპიური მედალი - ოქრო ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე და ბრინჯაო პეკინში (2008).
ავტორი: გიორგი ბარბაქაძე