როჯერ ფედერერი: „მოდით ვითამაშოთ ყინულზე“
კორონავირუსის პანდემიის გამო იზოლაციაში იმყოფება შვეიცარიელი საჩგბურთო „მაესტრო“ როჯერ ფედერერი. ‘როჯი“ ოჯახის წევრებთან ერთად სამშობლოშია, თუმცა ვარჯიშს განაგრძობს.როგორც ცნობილი გახდა „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის გამარჯვებული სტენ ვავრინკასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ბაზელის ტურნირზე, რომელიც შემოდგომაზეა დაგეგმილი
ფედერერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც თოვლის ფონზე ვარჯიშობს საკუთარ ეზოში და ხუმრობით შესთავაზა სხვა ჩოგბურთელებს:“ ვითამაშოთ ყინულზე?“
შეგახსენებთ, რომ როჯერმა რამდენიმე დღის წინ 1 მილიონი ევრო გადარიცხა კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთა დახმარების ცენტრში.
ავტორი: გიორგი ბარბაქაძე