ბრიატორე: „შუმახერი და ალონსო ერთი დონის პილოტები არიან“

28 მარტი 2020

„რენოს“ და „ბენეტონის“ ყოფილამ ხელმძღვანელმა, ფლავიო ბრიატორემ, ყოფილ შეგირდებზე, მიხაელ შუმახერსა და ფერნანდო ალონსოზე ისაუბრა:

„ჩემთვის შუმახერის და ალონსოს შედარება იგივეა, რაც რონულადუს და მესის. ალბათ უფრო რთულიც – მე ხომ ორივესთან მიმუშავია.

რაც ნამდვილად შემძლია ვთქვა ისაა, რომ ალონსო გაცილებთ ნაკლებად ემოციური იყო, ვიდრე შუმახერი, მიუხედავად იმისა, რომ ის ესპანელია.

შუმახერი ყველას მაქსიმუმზე მუშაობას ავალდებულებდა და მათ საკუთარ მაგალითს აჩვენებდა. ალონსო კი უბრალოდ ნამდვილი როტვეილერი იყო. ის არასდროს ნებდებოდა.

მახსოვს 2005 წლის იმოლას გრან–პრი. მაშინ ჩვენ მოვიგეთ (ალონსომ, რომელიც „რენოს“ მართავდა), შუმახერი კი მეორეზე გავიდა. იმ რბოლამ ყველაზე კარგად აჩვენა, თუ რამდენად მსგავს დონეზე იყვნენ ეს პილოტები. ბოლო 20 წრის განმავლობაში, შუმახერი უცვლელად „კუდზე“ ეჯდა ესპანელს, მაგრა მაინც ვერ გაასწრო, მიუხედავად ბევრი მცდელობისა. არც ერთი, არც მეორე პილოტი შეცდომას არ უშვებდა, თან ასეთი დაძაბული ბრძოლის პირობებში. ეს კი მერწმუნეთ, ძალიან იშვიათია.

შეძლებდა თუ არა ალონსო დღევანდელ პილოტებთან, სოლიდური ასაკის მიუხედავად, თანაბრად ბრძოლას?

ეჭვიც არ მეპარება. როგორც უკვე გითხარით, ის ნამდვილი როტვეილერია.

ბევრ მრბოლელს ხანმოკლე კონტრაქტი აქვს, ბევრი ნამდვილად დიდი ხანი არ გაჩერდება დიდ რბოლებში, ვნახოთ რა მხდება. მე ალონსოს ფორმულა 1–ში ხილვის დიდი სურვილი მაქვს. მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ეს იქნება „რედ ბული“, მერსედესი“ ან „ფერარი“. სხვა შემთხვევაში მის დაბრუნებას აზრი არ აქვს.“

იტალიელმა სპეციალისტმა ასევე 2006 წელს, ალონსოს „მაკლარენში“ გადაბარგების ისტორია გაიხსენა:

„მე არათუ უკმაყოფილო, უბრალოდ შოკირებული ვიყავი. ეს არ ჰგავდა შუმახერის ჩვენგან (ბენეტონიდან) წასვლას „ფერარიში“. გერმანელი ამაზე მთელი ცხოვრება ოცნებობდა და მან ეს ოცნება აიხდინა. ალონსო კი მივიდა იქ, სადაც უკვე იყო ჰემილტონი.

მე მაშინ ალონსოს ვუთხარი: ‘ჰემილტონი რონ დენისის კაცია, თქვენ იბრძოლებთ, და დენისი მას ბოლომდე დაიცავს. შენ არანაირი უპირატესობა ჰემილტონთან არ გექნება’.

მაგრამ ალონსოს პასუხი ის იყო, რომ ის ბევრად სწრაფია ბრიტანელზე.

საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ ვერც მე, ვერც ალონსომ და ვერც რონ დენისმა ვერ განვსაზღვრეთ, თუ რამდენად ძლიერი აღმოჩნდებოდა ჰემილტონი. დენისმა პირველ რიგში. მას რომ სცოდნოდა, რა დონის პილოტი ჰყავდა ჰემილტონის სახით, ალონსოში ამხელა თანხას არ გადაიხდიდა.“ განაცხადა ბრიატორემ.

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები