5–გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და 13–გზის მსოფლიო ჩემპიონმა, მარტან ფურკადმა, კარიერა მოგებით დაასრულა

18 მარტი 2020

მარტან ფურკადმა კარიერის დასრლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მისი უკანასკნელი რბოლა კი დრამატიზმით აღსავსე გამოდგა.

მსოფლიო თასის 7–გზის მფლობელი, მარტან ფურკადი, საერთო ჩათვლაში ნორვეგიელ ბიოსთან ბოლო რბოლის წინ ქულების და პოზიციების მხრივ, სერიოზული ჩამორჩენით მივიდა.

იმისთვის, რომ ფრანგს კარიერის მერვე ბროლის გლობუსი აეღო, ფურკადს უნდა მოეგო, ხოლო ბიო პირველი ადგლიდან მეოთხეზე ქვემოთ  უნდა დაქვეითებულიყო.

ფინურ კონტიოლაჰტიში გამართული გამოდევნიბით რბოლა საოცრად დრამატულად წარიმართა. ფურკადმა ბრწყინვალედ იასპარეზა, ხოლო ბიომ, რომელიც რბოლას სპრინტის შემდეგ მოპოვებული ლიდერობით იწყებდა, ნელ–ნელა კარგავდა პოზიციებს და მესამე სროლის შემდეგ, როდესაც სამჯერ ააცილა, მერვე პოზიციაზე გამოვიდა, რაც მსოფლიო თასის დაკარგვას ნიშნავდა.

თუმცა ბოლო სროლაზე, ქარის მიუხედავად, ბიომ ძალები მოიკრიბა და მსოფლიო თასის მოპოვების ერთადერთი შანსი გამოიყენა – ხუთიდან ხუთივე მიზანში მოარტყა. ამავდროულად გერმანელმა პფაიფერმა და რუსმა ლოგინოვმა თითო–თითოჯერ ააცილეს, რამაც ბიო, ბოლო სროლის შემდეგ, მეოთხე პოზიციაზე გამოიყვანა. ბიოსთვის, უკანასკნელ წრეზე, უკვე საკმარისი იყო პოზიცია არ დაეკარგა, რაც მოახერხა კიდეც.

წლის უკანასკნელი რბოლა არა მხოლოდ ფურკადის, არამედ მთლიანად ფრანგთა ნაკრების სრული ტრიუმფით დასრულდა. ფურკადის პირველ ადგილს, ფიიო–მაიეს მეორე და ჟაკლანის მესამე პოზიციები დაემატა. ბიო კი მეოთხეზე გავიდა და მსოფლიო თასის საერთო ჩათვლაში, ფურკადს მხოლოდ ორი ქულით აჯობა. ერთი პოზიციითად კი დაბლა დასრულება რბოლის მერვე გლობუსს ფურკადს ააღებინებდა, ბიომ კი მეორე ბროლის გლობუსი მოიგო.

31 წლის ფურკადი, 5–გზის ოლიმპიური ჩემპიონი და 12–გზის ოლიმპიური პრიზიორია, ასევე 13 –გზის მსოფლიო ჩემპიონი და 18–გზის მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი, მსოფლიო თასისი ეტაპების 82–გზის გამარჯვებულია, რაც ოლე აინერ ბიორნდალენის შემდეგ მოერე შედეგია (90 მოგება). მის ანგარიშზე 283 რბოლაში 149 პოდიუმია, ანუ რბოლების ნახევარზე მეტში მას მედალი აქვს მოპოვებული.

ავტორი: დავით ახალაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები