ფინეთის ისტორიაში საუკეთესო ქალმა სპორტსმენმა კარიერა დაასრულა

18 მარტი 2020

მსოფლიო თასის სამგზის გამარჯვებულმა, კაისა მაკარაინენმა, კარიერა დაასრულა.

უკანასკნელი რბოლა, მისთვის მშობლიურ კონტიოლახტიში გაიმართა, რომელშიც კაისამ მესამე ადგილთან რამდენიმე წამი წააგო და მეოთხე ადგლს დასჯერდა.

37 წლის ფინელს, მსოფლიო თასი სამჯერ აქვს მოგებული. გარდა ამისა, ის მსოფლიო ჩემპიონი და მრავალგზის პრიოზიორია.

კაისას აქტივში, სულ 27 მოგება და 87 პოდიუმია, რაც ბიატლონს ისტორიაში მესამე შედეგია.

მიუხედავად იმისა, რომ მაკარაინენს ფატალურად არ უმართლებდა ოლიმპიურ თამაშებზე,სადაც ერთი მედალიც კი ვერ მოიპოვა, ის 5–ჯერაა აღიარებული ფინეთის წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად.

ფინური სპორტული გამოცემების დიდი უმრავლესობა, კაისა მაკარაინენს, ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარებს.

ავტორი: დავით ახალაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები