წლის ყველაზე მოსაწყენი ბრძოლა ადენასიამ მოიგო

08 მარტი 2020

UFC 248–ის ცენტრალური სატიტულო ბრძოლა, ნიგერიელ ისრაილ ადენასიასა და კუბელ იოველ რომეროს შორის გაიმართა.

მსაჯთა ერთხმიანი გადაწყვეტილებით, ნიგერიელმა ფალავანმა 48:47, 48:47, 49:46 მოიგო და საშუალო წონაში ტიტულიც დაიცვა.

ბრძოლა თანაბარი და საოცრად ფრთხილი გამოდგა. საერთო ჯამში, ორივე მებრძოლმა სულ 88 დარტყმა გაატარა, რაც 5 რაუნდიანი ბრძოლების ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე დაბალი შედეგია.

30 წლის ადენასიას, რომელიც ოქტაგონში უკვე საკმაო ხანია ჩხუბობს, ამ მოგებით 19 გამარჯვება მოუგროვდა, არც ერთი წაგების ფონზე და მეორე სერიოზული ტიტულიც მოიგო, ხოლო რომეროს, რომელიც  UFC–ში არც თუ დიდი ხანია გადავიდა, 13 მოგება, მათ შორის 11 ნოკაუტი და ხუთი მარცხი აქვს.

აღსანიშნავია, რომ 42 წლის კუბელი ვეტერანი, თავისუფალ ჭიდაობაშიც საკმაოდ წარმატებულად გამოდიოდა და სიდნეის შორეულ, 2000 წლის ოლიმპიადაზე, სამშობლოს, ვერცხლის მედალიც კი მოუპოვა.

შემდეგ ბრძოლაში, ადენასია, ბრაზილიელ პაულუ კოშტას დაუპირისპირდება.

ავტორი: დავით ახალაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები