ლეგენდარულმა მორბენალმა კარიერა განაახლა

27 თებერვალი 2020

ლეგენდარლმა სამხრეთ აფრიკელმა მძლეოსანმა, უეიდ ვან ნიკერკმა, კარიერა სამწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

ვან ნიკერკმა, რომელიც 400 მეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი და ორგზის მსოფლიო ჩემპიონია, ჯვარედინა მყესების ტრამვა სამი წლის წინ, სარაგბო საქველმოქმედო თამაშში მიიღო, ხოლო 2019 წელს, როდესაც კარეირის განახლება სცადა, ტრამვის რეციდივი შეემთხვა.

ვან ნიკერკი ითვლება ყველა დროის ყველაზე უნივერსალ სპრინტერად, რომელსაც 100, 200, 300 და 400 მეტრებზე საუკეთესო ჯამური კარიერის უმაღლესი რეზულტატი აქვს ნაჩვენები, რამდენიმე მეასედით უკეთესი, ვიდრე უსეინ ბოლტს.

400 მეტრზე სამხრეთ აფრიკელის რეკორდი 43.03 წამს შეადგენს.

ავტორი: დავით ახალაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები