ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კუოტერბეკი კარიერას აგრძელებს

21 თებერვალი 2020

პირველი ადგილი სატაჩდაუნე პასებით, პირველი ადგილი პასების საერთო იარდებით, პირველი ადგილი პასების პროცენტული მაჩვენებლით. დრიუ ბრიზისთვის თითქმის არ დარჩა კუოტერბეკის სტატისტიკაში მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომლითაც ის ყველა დროის საუკეთესო არ იქნებოდა. მათ შორის ბრეიდის მაჩვენებლებთან შედირებითაც.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, „ნიუ ორლეან სეინტსის“ კუოტერბეკმა, 2020 წელს კლუბში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

2020-21 წლების სეზონისთვის ბრიზს 25 მილიონი ეკუთვნის. ზუსტად ამდენივე შესთავაზა მას ამერიკულმა ტელეკომპანია CBS-მა სპორტული ანალიტიკოსის როლისთვის, მაგრამ ბრიზმა თბილ და კომფორტულ პირობებს ბრძოლის ველი ამჯობინა.

უკანასკნელი სეზონი ბრიზისთვის მშვენიერი იყო, სანამ გუნდმა საპლეიოფო შეხვედრაში „მინესოტასთან“ არ დათმო. იქამდე კი ერთი სეზონით ადრე, „წმინდანები“ ნახევარფინალში გავიდნენ და ფინალის საგზურიც უნდა მოეპოვებინათ, რომ არა მსაჯების საშინელი შეცდომა(მოგვინაბეით აღიარებული და წესების შეცვლის გამომწვევი), რომლის გამოც იმ დროისთვის 40 წლის ბრეიდის და 39 წლის ბრიზის ყველა დროის ყველაზე ხანდაზმული კუოტერბეკული დუელი არ შედგა „სუპერ ბოულში“.

ბრიზის დაბრუნება დიდ პრობლემას შეუქმნის გუნდის სათადარიგო კუოტერბეკს, ტედი ბრიჯუოტერსს, რომლის ხელშიც, გუნდმა შარშან ხუთიდან ხუთივე შეხვედრა მოიგო ბრიზის ტრამვის დროს. გუნდის კიდევ ერთი კუოტერბეკი, რომელიც სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობს და სატრანსფერო ბაზარზე, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა უნივერსალიზმის გამო, ისევე როგორც ბრიჯუოტერი, შეზღუდული თავისუფალი აგენტები ხდებიან, რის გამოც ორივე მათგანის შენარჩუნება  „სეინტსს“ ძალიან გაუჭირდება.

ჯერ-ჯერობით უცნობია იქნება თუ არა 2020-21 წლების სეზონი 41 წლის დრიუ ბრიზისთვისთვის უკანასნკნელი.

ავტორი: დავით ახალაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები