საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტედი რინერის სენსაციური მარცხი

09 თებერვალი 2020

ტედი რინერის სენსაციური მარცხი

 

სენსაციური და ისტორიული გამოდგა 2020 წლის პარიზის გრანდ სლემი. მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს 10 - გზის ჩემპიონმა ფრანგმა ტედი რინერმა 2013 წლის შემდეგ პირველად გადაწყვიტა ეასპარეზა საშინაო გრანდ სლემზე და ტურნირის მესამე წრეში მოულოდნელი მარცხი იწვნია იაპონელ კოკორო კაგეურასთან.

ტედიმ ტურნირი უნგრელი სიპოცის ძლევით გახსა, რასაც მეორე წრეში ავსტრიელი სტეფან ჰეგისთან მარტივი გამარჯვება   მოჰყვა. მესამე რაუნდში რინერი იაპონელ კაგეურას გადაეყარა, რომელთანაც დადებითი ბალანსი გააჩნდა (1:0 შარშან ბრაზილიის გრანდ სლემზე სძლია 10 წუთიან შეხვედრაში). მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, 4 წუთი ისე მიილია, რომ ვერცერთმა ძიუდოისტმა შედეგიანი გდება ვერ განახორციელა, თუმცა აქტიურობდნენ და არბიტრს არცერთი სპორტსმენი არ გაუფრთხილებია. „GOLDEN SCORE” ნახევარი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ტედიმ კოკოროს მოგვერდით დაგდება სცადა, თუმცა იაპონელმა კონტრ-ილეთი შეასრულა, მეტოქე უკან ჩაატრიალა და გამარჯვების მომტანი გდება შეასრულა... ეს უკვე ისტორიაა.

ამით დასრულდა ტედი რინერის 154 მატჩიანი მოგებათა სერია. ფრანგ ძიუდოისტს ბოლოს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქონდა წაგებული იაპონელ დაიკი კამიკავასთან

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები