ბასილაშვილი ბერეტინისთან დამარცხდა

28 ოქტომბერი 2021

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ვენის ATP ტურნირის 1/8-ფინალურ მატჩში იტალიელ მატეო ბერეტინის დაუპირისპირდა და სამ სეტში - 7:6; 2:6; 3:6 დამარცხდა.

ნიკოლოზმა პირველი სეტი მძიმე ბრძოლაში, ტაიბრეიკში მოიგო. მეორე სეტში ბასილაშვილმა ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება და სეტი 6:2 წააგო. გადამწყვეტ სეტში კი ნიკოლოზმა კვლავ ვერ მოახერხა საკუთარ ჩაწოდებაზე უშეცდომოდ თამაში და დისაიდერი 6:3 დათმო.

ბასილაშვილი ტურნირს მერვედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა. ბერეტინის მომდევნო მოწინააღმდეგე კი ვენის ტურნირის მეოთხედფინალურ სტადიაზე ესპანელი კარლეს ალკარასი იქნება.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები