ლუკა მოდრიჩი ოსასუნას წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს

27 ოქტომბერი 2021

"რეალის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ხორვატი ვარსკვლავი, ლუკა მოდრიჩი ლა ლიგის მე-11 ტურში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

ლუკა "ლოს ბლანკოსის' სამატჩო განაცხადში იმყოფებოდა, თუმცა, ბოლო წუთებში აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელმა დისკომფორტი იგრძნო.

ამ დროისათვის უცნობია, თუ რა პერიოდის გაცდენა მოუწევს მოთამაშეს. ის ხვალ დილით კლუბის სამედიცინო ცენტრში გამოცხადდება, სადაც შესაბამის გამოკვლევებს ჩაიტარებს.

კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით, მოდრიჩის ნაცვლად სასტარტო თერთმეტეულში ედუარდო კამავინგა იქნება.

მადრიდელთა სასტარტო XI: კურტუა; კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი; კამავინგა, კაზემირო, კროოსი; ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი.

"რეალისა" და "ოსასუნას" დაპირისპირება დღეს (27 ოქტომბერს), თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი წარმოგიდგენთ.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები