როდის დაბრუნდბა ანსუ ფატი?

27 ოქტომბერი 2021

კატალონიის "ბარსელონას" ლაზარეთს ანსუ ფატი კვლავ დაუბრუნდა - ესპანელი შემტევის ტრავმა კლუბმა ოფიციალურად ცოტა ხნის წინ დაადასტურა.

ანსუმ დაზიანება "რეალთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც, მან მოედანზე ყოფნა 90 წუთის განმავლობაში ვერ შეძლო.

ESPN-ის გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის ტალანტი "ბლაუგრანას" მორიგ მატჩს -"ალავესის" წინააღმდეგ გამოტოვებს, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება.

სამაგიეროდ, ანსუ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დახმარებას ჩემპიონთა ლიგაზე, "დინამო კიევთან" შეძლებს. შეხვედრა 3 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

ფატის მუხლზე პრობლემებისა და რამდენიმე ოპერაციის გამო, 322 დღის გაცდენა მოუხდა. როგორც ჩანს, ამჯერად მისი დაზიანება ნაკლებად სერიოზულია.

 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები