ოქროს ბურთის ჯილდოს პოტენციური მფლობელის ვინაობა ცნობილია

27 ოქტომბერი 2021

"ოქროს ბურთის" წლევანდელი პრიზის პოტენციური მფლობელის ვინაობის პროგნოზირება რთულია, რადგან უკანასკნელი წლებია, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის გარდა, ფავორტთა სიაში სხვა ფეხბურთელებიც გამოჩნდნენ. 

მადრიდული გამოცემა Marca სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გვთავაზობს, რის მიხედვითაც, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო წელს რობერტ ლევანდოვსკის გადაეცემა. 

მეორე პოზიციაზე ლიონელ მესი იმყოფება, რომელსაც ქარიმ ბენზემა, მოჰამედ სალაჰი, ჟორჟინიო,კილიან მბაპე, ნ' გოლო კანტე, ერლინგ ჰოლანდი კრიშტიანუ რონალდუ და კევინ დე ბრუინე მოჰყვებიან.

Marca იხსენებს, რომ ინფორმაციის გაჟონვის მსგავსი ინციდენტი 2018 წელსაც მოხდა, რაც იუწყებოდა, რომ გამარჯვებული ლუკა მოდრიჩი ხდებოდა. ეს კი სიმართლე აღმოჩნდა. 

2021 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელისათვის ხმის მიცემა უკვე დასრულებულია, დაჯილდოების ცერემონია კი 29 ნოემბერს გაიმართება.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები