ჩისკო ესპანური გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

27 ოქტომბერი 2021

,,დინამო თბილისისა'' და ,,უოტფორდის'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩისკო მუნიოსმა, ,,უესკასთან'' 8-თვიანი კონტრაქტი გააფორმა და ესპანურ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმუშავებს. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

,,უესკა'' ესპანეთის რანგით მეორე ჩემპიონატში, სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობს და 12 ტურის შემდეგ 15 ქულით ცხრილის მე-12 პოზიციაზეა.

ჩისკო ბოლოს ,,უოტფორდში” მუშაობდა, სადაც 2020 წლის დეკემბერში დაინიშნა და გუნდი ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა. 

 

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები