რაფაელ ნადალმა ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მისი ფავორიტი დაასახელა

27 ოქტომბერი 2021

დიდი სლემის 20-გზის გამარჯვებული, რაფაელ ნადალი, ,,ოქროს ბურთისთვის'' ბრძოლაში მადრიდის ,,რეალის'' თავდამსხმელს, ქარიმ ბენზემას გულშემატკივრობს:

,,აღფრთოვანებული ვარ ბენზემათი, როგორც ფეხბურთელით, მისი სპორტისადმი ერთგულებითა და პროფესიონალიზმით. ქარიმს წარმატებას ვუსურვებ და ,,ოქროს ბურთისთვის'' ბრძოლაში მხარს ვუჭერ,'' - დაწერა ნადალმა ტვიტერის პირად გვერდზე.

წელს ,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართება. ქარიმ ბენზემა 30 ფინალისტს შორის მოხვდა. 

 

ავტორი:

მსგავსი სიახლეები

კომენტარები