ვერდიქტი გამოტანილია - ლუკას ერნანდესს ციხე აღარ ემუქრება

27 ოქტომბერი 2021

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ,,ბაიერნის'' მცველს, ლუკას ერნანდესს, რომელსაც 6-თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ციხე აღარ ემუქრება. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

მადრიდულმა სასამართლომ აპელაცია დააკმაყოფილა და ფეხბურთელს ექვსთვიანი პატიმრობა 4-წლიანი პირობითი მსჯავრით შეუცვალა. გარდა ამისა, ლუკასი ჯარიმის სახით 94 ათას ევროს გადაიხდის.

2017 წელს ერნანდესი თავს მეგობარ გოგოს, ამელია ლორენტეს, დაესხა. მაშინ მათ ერთმანეთის ნახვა 6 თვით აეკრძალათ, თუმცა იმავე წლის ზაფხულში წყვილი დასასვენებლად ბაჰამებზე გაემგზავრა, რის შემდეგაც მადრიდში დააკავეს.

ფეხბურთელს ბრალი სასჯელის დარღვევაში წაუყენეს და თავისუფლების 1 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. ახლა მას არა ცოლზე თავდასხმას, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას ედავებიან.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები